„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

00:53, 27.01.2021

„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაკავებას გმობენ.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„დიდი შვიდიანის“ წევრი სახელმწიფოების – კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები ვგმობთ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებისას, 17 იანვარს აეროპორტშივე დააკავეს.

მსგავსი