„დიდი შვიდიანის“ სამიტის მედიაცენტრთან მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ბომბის არსებობის შესახებ ყალბი შეტყობინება გაგზავნა

14:51, 10.06.2021

„დიდი შვიდიანის“ სამიტის მედიაცენტრთან მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ბომბის არსებობის შესახებ ყალბი შეტყობინება გაგზავნა. საეჭვო პაკეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამართალდამცველებმა სასტუმროდან და მიმდებარე შენობებიდან 100-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ინგლისის პოლიციის ინფორმაციით, ბომბის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის 20 წლის მამაკაცია დაკავებული.

„დიდი შვიდიანის“ სამიტის უსაფრთხოებას 5 000 პოლიციელი იცავს.

მსგავსი