ჰაიკო მაასი – აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენთვის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს და პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება

20:16, 15.11.2021
German Foreign minister Heiko Maas gives a joint press conference with  President of Commission Jean Claude Juncker (unseen) after  their bilateral meeting on April 13, 2018 at the EU headquarters in Brussels.   / AFP PHOTO / JOHN THYS

გერმანია აღქმულია, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდი არა მხოლოდ ევროკავშირის საზღვრებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა მათ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს და პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ.

„გერმანია აღქმულია, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდი არა მხოლოდ ევროკავშირის საზღვრებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გერმანიის ამჟამინდელი და მომავალი ხელისუფლებები მომავალშიც გააგრძელებენ გასულ წლებში დასახულ გეზს. აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენთვის წარმოადგენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს და ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.

მსგავსი