გვატემალას მთავარი დიპლომატი იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას განმარტავს
გვატემალას მთავარი დიპლომატი იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას განმარტავს

გვატემალას მთავარი დიპლომატი იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯიმი მორალესის გადაწყვეტილებას განმარტავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის სანდრა ხოველის თქმით, გვატემალას ყოველთვის კარგი დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა ისრაელთან და პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ მიიღო.
გასულ კვირას მორალესმა განაცხადა, რომ აშშ-ის მსგავსად გვატემალას საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას გეგმავს.

გვატემალა ერთ-ერთი იყო იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-სთან ერთად, იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

აშშ გვატემალის მნიშვნელოვანი დონორია. მანამდე დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე მათ წინააღმდეგ მისცემდა ხმას, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.