მედიის ცნობით, იერუსალიმის სომხურ უბანში სასულიერო პირებსა და ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი
მედიის ცნობით, იერუსალიმის სომხურ უბანში სასულიერო პირებსა და ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

სომხური მედიის ცნობით, ტერორისტების ჯგუფი იერუსალიმის სოხმური უბნის ტერიტორიაზე შეკრებილ პირებს დაესხა თავს. როგორც მედია განმარტავს, 30-მდე თავდამსხმელი შავი ტანსაცმლითა და ნიღბით იყო შემოსილი, ასევე ცრემლსადენი გაზით, ჯოხებითა და სხვა საშუალებები იყვნენ შეიარაღებული.

ამასთან, სომხური მედია იუწყება, რომ ტერორისტების მიზანი სომხების ტერიტორიიდან გაყვანა და დაშინება იყო.

შეიარაღებულებმა თავდაპირველად იქ შეკრებილების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. საპასუხოდ ახალგაზრდები და სასულიერო პირები თავდამსხმელების წინააღმდეგ ჩხუბში ჩაერთნენ.

მოგვიანებით ადგილზე გამოჩნდა პოლიციაც, რომელმაც ორი პირი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას მძიმედ დაშავდა სომხური სასულიერო აკადემიის რამდენიმე მღვდელი, დიაკონი და სტუდენტი, ასევე რამდენიმე ადგილობრივი.