თელ ავივსა და იერუსალიმში მორიგი ანტისამთავრობო აქციები იმართება

00:23, 17.03.2024

თელ ავივში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციის მონაწილეებმა მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გზატკეცილი გადაკეტეს. ამასთან ერთად, დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც, სულ მცირე, ერთი დემონსტრანტი დააკავეს.

საპროტესტო აქცია იმართება იერუსალიმშიც, სადაც დემონსტრანტებმა გზატკეცილი გადაკეტეს.

მსგავსი