თელ ავივში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქციის მონაწილეებმა მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გზატკეცილი გადაკეტეს. ამასთან ერთად, დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ.
მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც, სულ მცირე, ერთი დემონსტრანტი დააკავეს.
საპროტესტო აქცია იმართება იერუსალიმშიც, სადაც დემონსტრანტებმა გზატკეცილი გადაკეტეს.