გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.