გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მარჩილაშვილების ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ოჯახმა ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ შეძლო.
როგორც გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა პირველ არხს განუცხადა, მერია უსახლკაროდ დარჩენილ მარჩილაშვილების ექვსსულიან ოჯახს 5 000 ლარით დაეხმარება და დროებით საცხოვრებელ ფართს უქირავებს.
რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის მიზეზი, ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.