გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. სხეულის სხვადასხვა მიდამოში დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ. 30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში, შემდეგ კი რეანომობილით დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა. შემთხვევის ადგილზე გურჯაანის, ყვარლისა და თელავის ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.