გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ერთსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძარი სავარაუდოდ ელექტროენერგიის გაუმართავმა შიდა გაყვანილობამ გამოიწვია.
ხანძრის ქრობას თელავისა და გურჯაანის სახანძრო სამსახურის სამი ეკიპაჟი ცდილობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე რჩებიან მეხანძრეები
„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ ოჯახის წევრებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც კი ვერ შეძლეს. თავშესაფრის გარეშე სამი ადამიანი დარჩა. მერია გაუწევს თუ არა დახმარებას, ან რა ტიპის დახმარებას გაუწევს, ხვალ გავარკვევთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სოფელ ვაზისუბანში გურჯაანის მერის წარმომადგენელმა, გიორგი სოლომნიშვილმა.