გურამიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები უკვე ოთხ სასტუმროში არიან გადანაწილებულნი
გურამიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები უკვე ოთხ სასტუმროში არიან დაბინავებულნი.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სასტუმროებში განთავსებული ოჯახების რაოდენობა 55-მდე (220 მოქალაქე) გაიზარდა.
მათივე ცნობით, დაზიანებულ კორპუსში სულ 77 ოჯახი ცხოვრობს.
ნაძალადევის გამგეობა მზადყოფნას გამოთქვამს, სასტუმროებში დამატებით დააბინაოს კორპუსის ის მაცხოვრებლები, რომლებიც ამ დროისთვის ახლობლებთან რჩებიან.
გამგეობაში აცხადებენ, რომ კორპუსში მცხოვრებთა უმეტესობამ უკვე მოახერხა, შენობიდან საკუთარი ნივთების გამოტანა. მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით კორპუსში შესვლის შესაძლებლობა ეტაპობრივად ეძლევათ. ადგილზე გრძელდება დასუფთავების სამუშაოები.