სიცილიაზე გაზის აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი
სიცილიაზე გაზის აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი

კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუსაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი.

მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებით, ნანგრევებში კიდევ ხუთი ადამიანია მოყოლილი.

აფეთქების შედეგად დაზიანებულია მეზობლად მდგომი შენობები, საიდანაც 50-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.