გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაშავდა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოხდა. დაშავებული ქვეითად მოსიარულე, 60 წლის ქალბატონია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი. დაშავებული ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარის გამო შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა.