საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მძიმეწონოსანი წევრი გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
მან მეტოქე უძლიერესი ჰოლანდიელი – ჰენკ გროლი უშანსოდ დაამარცხა და კიდევ ერთი დამაჯერებელი წარმატება მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალში მისი მეტოქე იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა იქნება.
ფინალური ბლოკი 14:00 საათზე დაიწყება.
მანამდე გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრაც იპონით მოიგო.