გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის სამივე შეხვედრა იპონით მოიგო

10:53, 31.08.2019

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მძიმეწონოსანი წევრი გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

მან მეტოქე უძლიერესი ჰოლანდიელი – ჰენკ გროლი უშანსოდ დაამარცხა და კიდევ ერთი დამაჯერებელი წარმატება მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალში მისი მეტოქე იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა იქნება.
ფინალური ბლოკი 14:00 საათზე დაიწყება.

მანამდე გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრაც იპონით მოიგო.

მსგავსი