გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრაც იპონით მოიგო

10:14, 31.08.2019

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მძიმეწონოსანმა წევრმა, გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრაც იპონით მოიგო.

თუშიშვილმა ინდოელი შუბჰამ კუმარი 17 წამში დაამარცხა.

ამასთან, გურამ თუშიშვილმა ტაჯიკ თემურ რახიმოვს სძლია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უძლიერესი ჰოლანდიელი – ჰენკ გროლი იქნება.

მსგავსი