საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მძიმეწონოსანმა წევრმა, გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრაც იპონით მოიგო.
თუშიშვილმა ინდოელი შუბჰამ კუმარი 17 წამში დაამარცხა.
ამასთან, გურამ თუშიშვილმა ტაჯიკ თემურ რახიმოვს სძლია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უძლიერესი ჰოლანდიელი – ჰენკ გროლი იქნება.