ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე ტერაშვილმა და ჩიხელიძემ პირველი შეხვედრები მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT

11:58, 12.10.2024

აბუ დაბის გრანდ სლემზე დღეს საქართველოს ძიუდო ნაკრების ოთხი წევრი იასპარეზებს – მედლების მოპოვებას  გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე – 81 კგ) შეეცდებიან.

გიორგი ტერაშვილმა პირველ შეხვედრაში ფილიპინელი ბრაინ კილოტესი დაამარცხა, ჩიხელიძემ კი ტაჯიკ ბეჰრუზ ხოჯაზოდას აჯობა.

მომდევნო ეტაპზე ტერაშვილის მეტოქე ტაჯიკი აბუბაკრ შეროვი იქნება, ჩიხელიძე კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანს შეხვდება.

მსგავსი