ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე ტერაშვილმა და ჩიხელიძემ პირველი შეხვედრები მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT
აბუ დაბის გრანდ სლემზე დღეს საქართველოს ძიუდო ნაკრების ოთხი წევრი იასპარეზებს – მედლების მოპოვებას გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე – 81 კგ) შეეცდებიან.
გიორგი ტერაშვილმა პირველ შეხვედრაში ფილიპინელი ბრაინ კილოტესი დაამარცხა, ჩიხელიძემ კი ტაჯიკ ბეჰრუზ ხოჯაზოდას აჯობა.
მომდევნო ეტაპზე ტერაშვილის მეტოქე ტაჯიკი აბუბაკრ შეროვი იქნება, ჩიხელიძე კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანს შეხვდება.