გურამ მაჭარაშვილი - საერთაშორისო ინსტიტუტები თავად ამბობენ, რომ მართლმსაჯულებაში წინსვლა და პოზიტიური შეფასებებია
გურამ მაჭარაშვილი - საერთაშორისო ინსტიტუტები თავად ამბობენ, რომ მართლმსაჯულებაში წინსვლა და პოზიტიური შეფასებებია

საერთაშორისო ინსტიტუტები თავად ამბობენ, რომ მართლმსაჯულებაში წინსვლა და პოზიტიური შეფასებებია. ვერასოდეს გვითხრეს, რას გულისხმობენ მართლმსაჯულების შინაარსობრივ რეფორმაში, გარდა ერთისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდათ, ის პირები დავნიშნოთ, ვინც რადიკალურ ოპოზიციას უნდა და ვისზეც ამერიკის საელჩო იტყვის, ეს დაუშვებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ვერ იქნა წამოყენებული სხვა ვერანაირი წინადადება, რაც ჩათვლილიყო იმის წინაპირობად, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს.

„რა თქმა უნდა, რეფორმა ბევრი მიმართულებით გაგრძელდება, მაგრამ, სულ მცირე, სამარცხვინოა, როცა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს და საქართველოს არა, რომელსაც ოთხი რეფორმა აქვს გატარებული, ხოლო უკრაინაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა კორუფციისთვის დაპატიმრებული და ათ მოსამართლეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სულ მცირე, უხერხულია, ამ ფონზე საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე პრეტენზია გქონდეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა მათი აღსრულება უნდა გაძლიერდეს.