გურამ მაჭარაშვილი - 30 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და განვითარება გაგრძელდება
30 ოქტომბერი იქნება დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და განვითარება გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საზოგადოება მეორე ტურში არჩევანს კიდევ უფრო მარტივად გააკეთებს განვითარებასა და რადიკალიზმს შორის. 30 ოქტომბერი ის დღე იქნება, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და განვითარება გაგრძელდება. წინა არჩევნების დროს ოპოზიცია ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ სრულდებოდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ საზოგადოებამ დატოვა ხელისუფლებაში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
გარწმუნებთ, რომ ახლაც, მეორე ტურში ასე მოხდება. ყველას მოუწევს, იმ რეალობას შეეგუოს, რაც მეორე ტურის შემდეგ იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.