გურამ ფალავანდიშვილი - აღდგომის ტაძარში მეუფე იობის ხელმძღვანელობით საქართველოს სიძლიერისთვის ვილოცებთ
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აღდგომის ტაძარში წირვა-ლოცვას მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აღავლენს. დავით გარეჯში იმყოფებიან „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები. ტაძრამდე მრევლი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივიდა.
როგორც „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა, გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, დავით გარეჯის ტაძარში მეუფის იობის წინამძღოლობით საქართველოს სიძლიერისთვის ილოცებენ.
„დავანახებთ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ ეს მოქმედი ტაძარია და ძვირფასია, აქ არის მრევლი. უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები. კეთილმეზობლობა არ გამოიხატება მხოლოდ ცალმხრივად, აიღონ მაგალითი, როგორ ვექცევით მარნეულში. არადა ჩვენ ძველ ტერირორიაზე ჰერეთში არის შეზღუდული სარწმუნოება და საპირფარეშო გახსნეს ზოგიერთ ტაძარში“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.