ილია დარჩიაშვილი - გარეჯის თემას აქვს კონკრეტული სივრცე, კომისია, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაწყდეს საკითხი, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ კომუნიკაციასა და კონსულტაციებს
ილია დარჩიაშვილი - გარეჯის თემას აქვს კონკრეტული სივრცე, კომისია, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაწყდეს საკითხი, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ კომუნიკაციასა და კონსულტაციებს

დავით გარეჯის თემას აქვს კონკრეტული სივრცე, არის კონკრეტული კომისია, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის მიერ დასმულ შეკითხვას.

„რაც შეეხება დავით გარეჯის თემატიკას, მე ამ სენსიტიურ თემაზე ზოგადად მინდა, გითხრათ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებზე მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა. ეს ურთიერთობები დინამიურია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართულებით დგამს. რაც შეეხება გარეჯის თემას, ამ საკითხს აქვს კონკრეტული სივრცე, არის კონკრეტული კომისია, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით გავაგრძელებთ კომუნიკაციასა და კონსულტაციებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.