გუდაურში, „რედკოს დასახლების“ წყალმომარაგებაში ისევ შეფერხებებია
გუდაურში, „რედკოს დასახლების“ წყალმომარაგებაში ისევ შეფერხებებია

​გუდაურში, „რედკოს დასახლების“ წყალმომარაგებაში ისევ პრობლემებია. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „რედკოს“ წარმომადგენელმა, მალხაზ კუნელაურმა სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შეფერხება დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო, რის შესახებაც მათ დასახლების ვიზიტორებმა მიაწოდეს ინფორმაცია. მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ დასახლების იმ კორპუსებში, რომლებიც ხუთსართულიანია, წნევის ვარდნის გამო, მეოთხე-მეხუთე სართულზე წყალი არ ადის. მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დღეს დილას განაცხადეს, რომ გუდაურში სამდღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, პრობლემა აღმოიფხვრა და „რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგება სრულად გუშინ, გვიან ღამიდან აღუდგა.