გუდაურში „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა
გუდაურში „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში სამდღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად პრობლემა აღმოფხვრილია და „რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგება სრულად გუშინ გვიან ღამიდან აღუდგა.

კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შესაბამის სამსახურებით, 112 ჯგუფებთან ერთად სამი დღის განმავლობაში მუშაობდა.

„მოეწყო დროებითი სატუმბო სათავე. წყალმომარაგების აღდგენამდე დასახლებას წყალმზიდების საშუალებით წყალი მიეწოდებოდა. გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია.

წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერვუარების შევსებას პრობლები შეექმნა და „რედკოს დასახლებაში“ წყლის მიწოდება შეაფერხდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.