გუდაურში დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში გადმოჰყავთ. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთი დაშავებული დედაქალაქში ვერტმფრენით უკვე გადმოიყვანეს.
ადგილზე კიდევ ორ ვერტმფრენს ელოდებიან, რომლითაც შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ადამიანის ტრანსპორტირება განხორციელდეს.
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.
დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი, შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.
დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.