ხანძარია გუდამაყრის ხეობაში. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ადგილამდე მისვლა ფეხით უწევთ, რაც ცეცხლის ჩაქრობის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იძლევა. ვითარებას ართულებს ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დამატებითი ძალები გზაში არიან. ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი ცდილობს ხანძრის ჩაქრობას.