გრიგორი კარასინი - გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე
საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე, – ამ სათაურით აქვეყნებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან ინტერვიუს გამოცემა „კომერსანტი“.
ინტერვიუში კარასინი ამბობს, რომ ურთიერთოებების ეტაპობრივი გაჯანსაღების პროცესი უკვე მიმდინარეობს და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯია სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა.
რუსი დიპლომატის განცხადებით, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს იუსუფ ლაკაევის ექსტრადიციაზე, რომელმაც 2013 წელს სოხუმში რუსი დიპლომატი მოკლა.
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობად თბილისი ჩვენი მხრიდან აფხაზეთისა დ სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას ასახელებს. ჩვენ ამაზე არ წავალთ, გადაწყვეტილება საბოლოოდაა მიღებული. ჩვენ ვანვითარებთ სამოკავშირეო ურთიერთობებს კავკასიის ამ ახალგაზრდა რესპუბლიკებთან. როდესაც საქართველო მზად იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ რეაგირებას დაუყოვნებლივ მოვახდენთ“, – ამბობს კარასინი ინტერვიუში.