გრიგორი კარასინი - საქართველოს მთავრობამ დაიქირავა გლეხი, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან ერთსა და იმავე ტექსტს აკითხებს
საქართველოს მთავრობამ დაიქირავა გლეხი, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან ერთსა და იმავე ტექსტს აკითხებს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კომერსანტის“ ჟურნალისტის მიერ ე.წ. ბორდერიზაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„სამწუხაროდ, ქართული მხარე სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში კონსტრუქციული მონაწილეობის ნაცვლად, ფოკუსირებულია პროპაგანდისტული შოუების მოწყობაზე, რომლითაც ამყარებს თეზისს „ ახალი ბერილინის კედლის“ შესახებ. ხანდახან ეს ყოველივე სასაცილო ხდება: უცხოელებთან ურთიერთობისა და ინტერვიუების ჩასაწერად დაიქირავეს კონკრეტული გლეხი, რომელიც კამერების წინ ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობს“, – განაცხადა კარასინმა.