გრიგორი კარასინი - იმედი გვაქვს, საქართველოს ახალი მთავრობა უფრო პოზიტიურად იქნება განწყობილი რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგების კუთხით
გრიგორი კარასინი - იმედი გვაქვს, საქართველოს ახალი მთავრობა უფრო პოზიტიურად იქნება განწყობილი რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგების კუთხით

იმედი გვაქვს, საქართველოს ახალი მთავრობა უფრო პოზიტიურად იქნება განწყობილი რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგების კუთხით,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კარასინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალ მთავრობას „რბილი და პოზიტიური მიდგომა ექნება მეზობლების მიმართ და ამ გზით შეეცდება საქართველოსთვის სიმპატიების მოპოვებას“.

„ჩვენ როგორ ყოველთვის კარგს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა უფრო პოზიტიურად იქნება განწყობილი რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგების კუთხით. იმ ხაზს მაინც გააგრძელებს, რომლის განვითარებასაც 2012 წლის ბოლოდან ვცდილობთ. რაც შეეხება რეგიონალურ საკითხებს, იმედი გვაქვს, რომ ახალ მთავრობას რბილი და პოზიტიური მიდგომა ექნება მეზობლების მიმართ და ამ გზით შეეცდება საქართველოსთვის სიმპატიების მოპოვებას,”- განაცხადა კარასინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის დასრულების შემდეგ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი 19 ივნისს დაიწყო და გუშინ დასრულდა. განხილვის მთავარი თემები საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობაზე იყო. თუმცა მხარეები ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.