გრიგორი კარასინი - დიდი იმედი გვაქვს, საქართველოში საარჩევნო კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული
ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპატიურება, ვინც ესიმპატიურება ქართველ ამომრჩეველს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კარასინმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული.
„კანდიდატების უმრავლესობა ჩვენთვის ნაცნობია. ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ იმ პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომლის პირობებშიც ეს საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპატიურება, ვინც ესიმპატიურება ქართველ ამომრჩეველს“,- განაცხადა გირიგორი კარასინმა.