გრიგოლ ვაშაძე - ზუსტად ერთი წლის წინ ხელისუფლებამ სასტიკად, კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი
გრიგოლ ვაშაძე - ზუსტად ერთი წლის წინ ხელისუფლებამ სასტიკად, კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი

2019 წლის 20 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ მისმა მაღალმა თანამდებობის პირებმა უშუალო მითითება გასცეს თავისუფლებისმოყვარე, წარმატებული, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებელი საქართველოს მსურველი ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ მხარდამჭერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძემ გასული წლის 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ხელისუფლებამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით დაარბია საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი.

„ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონმდებლობის სრული და უტიფარი დარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია, საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის დეპუტატის, ჩვენი ქვეყნის დანაწევრების და დაქუცმაცების პროპაგანდისტის, ბოლშევიკი და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო, სავარძელში, საიდანაც თაობების ნანატრი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

2019 წლის 20 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ მისმა მაღალმა თანამდებობის პირებმა უშუალო მითითება გასცეს თავისუფლებისმოყვარე, წარმატებული, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებელი საქართველოს მსურველი ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ. ივანიშვილ-გახარიას მთავრობა ოკუპანტი სახელმწიფოს შიშით და თავისი ჭკუამოკლე შეცდომის გადაბრალების მიზნით თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ სტიქიურ საპროტესტო მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო”, – განაცხადა ვაშაძემ.