გრიგოლ ვაშაძე - სამშობლოს მომავალზე ფიქრისას, არც სევდით გათანგული პესიმისტები უნდა ვიყოთ და არც უაზროდ გახარებული ოპტიმისტები
როდესაც ჩვენი სამშობლოს მომავალზე ვფიქრობთ, არც სევდით გათანგული პესიმისტები უნდა ვიყოთ და არც უაზროდ გახარებული ოპტიმისტები, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ბევრი იქნება განსაცდელი, დაბრკოლება გადასალახი. ძალიან ბევრი იქნება გამოწვევები, რომელთაც გამოიწვევს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის არაპროფესიონალიზმი, პოლიტიკური სიბეცე, სიზარმაცე და სიხარბე, ხშირად ლაჩრობა და სულმოკლეობა, მაგრამ ჩვენ გადავლახავთ და გავიმარჯვებთ ამ სამი სიტყვისთვის – დამოუკიდებლობა, თავისუფლება, თანასწორობა და ასევე სამართლიანობა“, – განაცხადა ვაშაძემ.