გორი – წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ცეცხლის რამდენიმე კერაზე აწარმოებენ, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
50 ჰა ტერიტორიაზე დამწვარია ხმელი ბალახი.