გორში, სამეფოს ქუჩაზე ორსართულიანი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
მეხანძრე-მაშველებმა სახლში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.