გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეხუთე კლასის მოსწავლე დაშავდა. გოგონა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.
შემთხვევა გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. გოგონას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.