გორში მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

00:39, 28.05.2019

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეხუთე კლასის მოსწავლე დაშავდა. გოგონა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.

შემთხვევა გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. გოგონას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი