გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.
31 წლის მამაკაცი ჰოსპიტალში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.
ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უტარდება.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობია, რა გახდა უცაბედი სიკვდილის მიზეზი. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი გორის ჰოსპიტალში ორი დღის წინ საკუთარი ფეხით მივიდა და ის სტაციონარში დატოვეს.