რატი ბრეგაძე – წელს სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარდა მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, საიდანაც სამართლებრივი დავა არცერთ შემთხვევაში არ დაწყებულა

13:54, 17.11.2023

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას იმ საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რასაც უწყება სამართლებრივი დავების პრევენციის მიზნით ახორციელებს.

„სამართლებრივი ექსპერტიზის გზით დავების პრევენცია იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, რომლებიდანაც სამართლებრივი დავა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი