რატი ბრეგაძე - წელს სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარდა მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, საიდანაც სამართლებრივი დავა არცერთ შემთხვევაში არ დაწყებულა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას იმ საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რასაც უწყება სამართლებრივი დავების პრევენციის მიზნით ახორციელებს.
„სამართლებრივი ექსპერტიზის გზით დავების პრევენცია იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, რომლებიდანაც სამართლებრივი დავა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.