გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 16 ადამიანია მოთავსებული. აქედან ოთხი ხაშურიდან გვიან ღამით შეყვანილი ირანის მოქალაქეა, 12 კი, საქართველოს მოქალაქე.
როგორც საქართველოს პირველ არხს ჰოსპიტალში განუცხადეს, ირანის ოთხი მოქალაქის ანალიზები გადაგზავნილია ლაბორატორიაში.
კორონავირუსთან დაკავშირებით, დაკვირვებისა და პრევენციის მიზნით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პირები ბოქსირებულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
„კარანტინში იმყოფება 16 პაციენტი, აქედან ოთხი ირანის მოქალაქეა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორს აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურული რეაქცია. დღეის მდგომარეობით, ტემპერატურა არც ერთს არ აქვს. აღებულია ანალიზები, ველოდებით პასუხებს“, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.