გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ცხედარი ადგილობრივებმა ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი და აღენიშნება თუ არა მას ძალადობის კვალი, ჯერ უცნობია.