ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს.

ცხედარი სოფლის სასაფლაოზე მწყემსმა აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღეა ეძებდნენ.

შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

გარდაცვლილს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.