ბათუმის სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმის სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ბათუმიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც შინაგან საქმეთ სამინისტროში განაცხადეს, გარდაცვლილთან ერთად სანაპიროზე ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.