გორი – წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე ხმელი ბალახი იწვის. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 50 ჰა ტერიტორია.
ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო ბრიგადა და ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდება, რის გამოც თბილისიდან დამატებითი ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო.
ცეცხლი ვერხვების დევნილთა ჩასახლებიდან დაახლოებით ექვს კილომეტრშია, ხოლო უახლოეს დასახლებას ერთი კილომეტრი აშორებს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, საფრთხე დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება.
„ცეცხლი ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება. ველოდებით სახანძრო ბრიგადებს თბილისიდან და მცხეთიდან. დევნილთა დასახლებასთან მობილიზებულია ერთი სახანძრო ბრიგადა და მაშველები. ვფიქრობ, ხანძრის ლოკალიზებას მალე შევძლებთ”,- განაცხადა ლევან მაისურაძემ.