ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიის ქალაქ ჰეხინგენის ტურნიზე მეორე წრეც წარმატებით გაიარა. მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა, ისევ მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მეტოქეს – საათსა და ერთ წუთში 6:2, 6:1 მოუგო გერმანელ ანა გარბიჩს.
ორივე ჩოგბურთელი არადამაჯერებელი იყო საკუთარ მოწოდებაზე. პირველ სეტში გათამაშებულ რვა გეიმში ექვსი ბრეიკი დაფიქსირდა, აქედან ოთხი გორგოძის იყო.
მეორე სეტშიც გაბრიჩმა შეძლო ერთხელ მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ გორგოძემ ამას სამი ბრეიკით უპასუხა.
მეოთხედფინალში გორგოძე კიდევ ერთ გერმანელს, მსოფლიოს 311-ე ჩოგანს კატარინა ჰოგბარსკის შეხვდება.