ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სერიის ტურნირზე (საპრიზო ფონდი – 25 ათასი დოლარი), რომელსაც თბილისის კორტები მასპინძლობს, ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
ამ ეტაპზე მოთამაშე ორი ქართველი ჩოგბურთელიდან ერთმა ფინალში გააღწია. ეს მესამე ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ შეძლო. ის რუმინელ ანდრეა ამალია როსკას ხვდებოდა და იოლად ამარცხებდა მას – 6:1, 2:0. სწორედ ამ ანგარიშზე, რუმინელმა ტრავმა მოიმიზეზა და თამაში აღარ გააგრძელა.
გადამწყვეტ მატჩში გორგოძე ტურნირის პირველ ნომერს, ჰოლანდიელ ლესლი კერკჰოვეს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ქართველ მარიამ ბოლქვაძეს მოუგო – 7:5, 6:2.