გორდონ რამზი - მიხარია, რომ „მასტერშეფი“ დაბრუნდა საქართველოში, გემრიელი ხინკლის სამშობლოში [ვიდეო]
მსოფლიოში ცნობილი კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ წამყვანი გორდონ რამზი შოუს ქართველ მონაწილეებსა და გულშემატკივრებს მიმართავს.
მსოფლიოში ცნობილი მზარეულისა და წამყვანის ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა.
„მიხარია, რომ „მასტერშეფი“ საქართველოში დაბრუნდა! გემრიელი ხინკლის სამშობლოში. წარმატებებს გისურვებთ და ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავთ შედეგს!“, – ამბობს გორდონ რამზი ვიდეომიმართვაში.
მსოფლიოში ცნობილი კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ ანალოგი საქართველოში წელს პირველად საქართველოს პირველ არხზე დაიწყო. შოუს მეორე სეზონის რამდენიმე გადაცემა ეთერში უკვე გავიდა. შერჩეულია საუკეთესო ათეული, რომელიც „მასტერშეფის“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
„მასტერშეფის“ მეორე სეზონი ორი თვე გაგრძელდება. გამარჯვებული საქართველოს პირველი არხის საახალწლო ეთერში გამოვლინდება. მას საჩუქრად ბინა გადაეცემა.
„მასტერშეფის“ პირველი სეზონის გამარჯვებული ია ძაგანია გახდა.
მასტერშეფი