გონიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 45 წლამდე ქალი დაიღუპა.
როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, ასევე დამწვრობა მიიღო ერთმა პირმა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
„საცხოვრებელი დაიწვა. ადგილზე მისულ ექიმთა ბრიგადას ერთი ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს“, – განაცხადეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.